logo
ENG



IRI: 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 51%-ს - კალაძე, 44%-ს - ღარიბაშვილი

07 ნოე 202219:02
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს - 88%-ით.

პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 51%-სთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა. აღშნაიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიამდე. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა 44%-ით. 

სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ილია მეორე - 88%
  • კახა კალაძე - 51%
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 44%
  • ანა დოლიძე - 40%
  • სალომე ზურაბიშვილი - 38%
  • დავით უსუფაშვილი - 38%
  • ნინო ლომჯარია - 38%
  • გიორგი გახარია - 37%
  • გიორგი ვაშაძე - 37%
  • ბიძინა ივანიშვილი - 36%
  • ირაკლი კობახიძე - 34%
  • ელენე ხოშტარია - 33%
  • მიხეილ სააკაშვილი - 33%
  • შალვა ნათელაშვილი - 33%
  • ნიკა მელია - 32%
  • ხატია დეკანოიძე - 31%
  • ალეკო ელისაშვილი - 30%
  • მამუკა ხაზარაძე - 29%
  • შალვა პაპუაშვილი - 28%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%
  • ბადრი ჯაფარიძე - 23%
  • გიგა ბოკერია - 17%
  • ხათუნა სამნიძე - 15% 

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

 


close დახურვა