logo
ENG



IRI: გამოკითხულთა 53% ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს სანდოდ არ მიიჩნევს

02 აგვ 202118:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/02/ext26nwz2sncbuc.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 53% სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს. [25% - "საერთოდ არ ენდობა", 28% - "ნაკლებად ენდობა"

კვლევის მიხედვით, მხოლოდ 11% ამბობს, რომ სრულად ენდობა ცესკო-ს მიერ ჩატარებულ არჩევნებს. 30%-ის თქმით, ცესკოს-ს მეტ-ნაკლებად ენდობა, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 


close დახურვა