IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 57% დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით უკმაყოფილოა.
შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, პასუხები ასე გადანაწილდა:
- მტკიცედ არ მოსწონს - 35%
- გარკვეულწილად არ მოსწონს - 22%
- არ სურს პასუხის გაცემა/ არ იცის - 4%
- მტკიცედ მოსწონს - 14%
- გარკვეულწილად მოსწონს - 25%
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.