logo
ENG



IRI: მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარი პარტნიორი აშშ, EU და უკრაინაა, საფრთხე - რუსეთი

07 ნოე 202219:31
3 წუთის საკითხავი
clock 634
2022/11/07/4juy5x3r33g8ui8.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51%-ს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირი მიაჩნია, 47%-ს კი - ამერიკის შეერთებული შტატები.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და აშშ-ის შემდეგ არიან უკრაინა (24%) და თურქეთი (16%), მეხუთე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (14%).

  • დიდი ბრიტანეთი - 11%
  • რუსეთი - 7%
  • სომხეთი - 6%
  • ჩინეთი- 3%

7%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის არცერთი ქვეყანა არ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, 5%-ს კი პასუხი არ აქვს/არ იცის.

ამავე კვლევით გამოკითხულთა 89% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს.

რაც შეეხება კითხვას - რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • ევროკავშირი - 48%
  • აშშ - 43%
  • თურქეთი 28%
  • უკრაინა - 19%
  • აზერბაიჯანი - 18%

მოსახლეობის 80% ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

 

 


close დახურვა