logo
ENG



ISET: 25 %-მა განაცხადა, რომ სამსახური ან შემოსავლის წყარო სრულად დაკარგა

13 მაი 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

ISET-ის მიერ ჩატარებული მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 24%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის დროს საქართველოში.

იმ გამოკითხულთა შორის, რომლებმაც სრულად დაკარგეს სამსახური, 15%-მა აღნიშნა, რომ ისინი ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილს. დაახლოებით 66% კი ელოდება რომ ნაწილობრივ, ან სრულად დაუბრუნდება სამუშაოს. გამოკითხულთა 19%-სთვის კი ჯერ გაურკვეველია დაუბრუნდება თუ არა სამსახურს. 

"ეს კვლევა ჩატარდა დაახლოებით აპრილის პირველი ორი კვირის განმავლობაში და გამოიკითხა დაახლოებით 360 ადამიანი საქართველოს მასშტაბით. იმისთვის, რომ დავადგინოთ კვლევის რეპრეზენტატიულობა, ქვეყნის ბიოგრაფიულ მაჩვენებლებს ვადარებთ ჩვენი კვლევის მონაწილეების მაჩვენებლებს. 25 %-მა განაცხადა, რომ სრულად დაკარგა სამსახური ან შემოსავლის წყარო, ხოლო 38 %-მა ნაწილობრივ. ამ ადამაინებს შედიან როგორც თვითდასაქმებულები, ასევე ნაწილობრივ დასაქმებულები",-აღნიშნავს თამთა მარიდაშვილი


close დახურვა