logo
ENG



ISFED: პატრიოტთა ალიანსი ანტითურქული რეკლამებისთვის ცესკომ 2 000 ლარით დააჯარიმა

10 სექ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
ISFED: პატრიოტთა ალიანსი ანტითურქული რეკლამებისთვის ცესკომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი ანტითურქული რეკლამებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ "ფორმულას" ორგანიზაციაში უთხრეს.

მათი თქმით, პარტიამ Facebook-ზე ანტითურქული რეკლამების განთავსებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი, შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალღვევის ოქმი, რომლითაც პარტია ჯარიმდება 2 000 ლარით.

"ფორმულა" ცესკოს დაუკავშირდა, მათი განცხადებით, 4 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული და კომენტარი, სავარაუდოდ, ამ საკითხზეც გაკეთდება. 

პატრიოტთა ალიანსის ოფიციალურ Facebook გვერდზე დასპონსორებული პოსტების დიდი უმრავლესობა თურქოფობიური და ქსენოფობიური შინაარსისაა. დეტალერად გაეცანით აქ.


close დახურვა