logo
ENG



ISFED იპოდრომზე: მიზანი შეიძლება, ამომრჩეველზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენა იყოს

05 ოქტ 202014:35
3 წუთის საკითხავი
clock 561
bstx6xorpie9uih.jpg

სამართლიანი არჩევნების (ISFED) თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზანი შეიძლება, იყოს ამომრჩევლის განწყობაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენა.

"ის ფაქტი, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხორციელდება, საკმაოდ დაძაბულ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ქართუ პირდაპირ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. მიზანი შეიძლება, იყოს არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის განწყობაზე, რათა არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მათი დადებითი მხარდაჭერა მოიპოვოს", - აცხადებს ნიჟარაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი პარტიებმა ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყეს.

 


close დახურვა