logo
ENG



ISW: რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას და ამაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს

20 ოქტ 202209:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/o6q8cy1vflunyt9.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმა მიიტანონ, მოგვიანებით კი ამაში უკრაინული მხარე დაადანაშაულონ და შედეგად შექმნილი წყალდიდობა ხერსონის რეგიონიდან უკან დახევის დასაფარად გამოიყენონ.

ISW-ის ცნობით, ასეთი თავდასხმებით რუსულმა მხარემ, შესაძლოა, თავისი ძალების უკანდახევის დაჩრდილვა სცადოს.

ანალიტიკოსების ცნობით, დამპყრობლების თანამზრახველებმა გააფრთხილეს უკრაინის დამცველები სავარაუდო დარტყმების შესახებ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე.

ანალიტიკოსების ცნობით, დამპყრობლების თანამზრახველებმა დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის წარმოება და გააფრთხილეს მოსახლეობა უკრაინელი დამცველების მხრიდან სავარაუდო დარტყმების შესახებ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რათა წარმოიქმნას საინფორმაციო პირობები კაშხლის დაზიანებაზე კიევისთვის შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

18 ოქტომბერს რუსმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეთაურია, განაცხადა, რომ უკრაინას, თითქოს, სურს დაარტყას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს, რაც ხერსონის რეგიონში კატასტროფულ წყალდიდობას გამოიწვევს.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის 'ხელმძღვანელმა", ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ემზადებიან კაშხალზე დარტყმის განსახორციელებლად.

 

***

გუშინ, 19 ოქტომბერს ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

მანამდე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდნენ 50-60 ათასი მოსახლის გადაყვანას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და რუსეთის რეგიონებში.

ასევე, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა SMS შეტყობინებები ხერსონის ორგანიზებულად დატოვების შესახებ და გაფრთხილება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დაბომბვას საცხოვრებელ ადგილებში."

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს, რადგან მისივე შეფასებით ხერსონში მდგომარეობა "რთულია."

მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა, შესაძლოა, ხერსონის რეგიონში აფეთქებები მოაწყონ და უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ.

რუსეთმა უკრაინის მხრიდან საფრთხის საბაბით ევაკუაცია გამოაცხადა - რა ხდება ხერსონში? 


close დახურვა