ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში ახორციელებენ.
"უკრაინელმა დამცველებმა კონტრშეტევა ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში განახორციელეს და ზოგიერთი მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით. ამასთან, უკრაინელებმა ბახმუტის გარშემო წინ წაიწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
მანამდე, ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი ბახმუტი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 236 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.