ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სამ სექტორში განახორციელეს.
"19 ივნისს, უკრაინულმა ჯარებმა ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს მიმართულებით 7 კილომეტრამდე დაწინაურდნენ და ამასთან, 113 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. მათ შორის 8 დასახლება დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დასავლეთით.
19 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკოაციის კადრები ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს პიატიხატკი, ორეხოვოს სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში, ზაპოროჟიეს ოლქში.