logo
ENG



ISW: უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის ოლქში წინ მიიწევს, რუსები ცდილობენ უკან დაიხიონ

19 სექ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/hawz30vtcyf2mwo.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის ოლქში წინ მიიწევს, რუსული ძალები ცდილობენ უკან დაიხიონ.

"უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში წინ მიიწევს, რუსული ძალები, როგორც ჩანს, ცდილობენ შეაკავონ და უკან დაიხიონ უფრო დაცულ პოზიციებზე, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩერონ ან უკან დააბრუნონ," - განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

მათი თქმით, უკრაინელი დამცველების უწყვეტი თავდასხმები მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებზე, მდინარე დნეპროს გავლით, ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, სულ უფრო მეტად აისახება რუსეთის მარაგებზე. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ხერსონში არ არის საკმარისი წყალი და საკვები.

ISW თვლის, რომ თუ უკრაინელი ჯარისკაცები გააგრძელებენ მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების ბლოკირებას და წინსვლას, შემდეგ კვირებში ისინი ხერსონის დასავლეთით, უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენას შეძლებენ.


close დახურვა