logo
ENG



ISW: ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ პუტინმა რიტორიკა შეცვალა

16 ოქტ 202311:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/3z2d272hrlyaub9.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რიტორიკა შეცვალა.

"ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა და მათმა დიქტატორმა რიტორიკა შეცვალეს. პუტინს, სავარაუდოდ, ნაკლებად აქვს მოლოდინი, რომ ავდეევკას გარშემო რუსეთის ჯარები წინსვლას შეძლებენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარები ახლო მომავალში ავდეევკას მიმართულებით ფართომასშტაბიან წინსვლას შეძლებენ.

უკრაინის ცნობით, ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსული ძალები აქტიურად ესხმიან თავს ავდეევკას. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს დაგეგმილი რუსეთის შეტევითი ოპერაცია ავდეევკაზე ჩაიშალა.


close დახურვა