logo
ENG



ISW: ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა

12 მარ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/12/b120pn8m4egkfke.jpg

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 11 მარტის ანგარიშში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა.

ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ კრემლის შიდა წრეში დაპირისპირებაა და მან დაკარგა ცენტრალიზებული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, ხოლო პრეზიდენტი პუტინი მზად არაა, საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი აღიდგინოს.

"კრემლის ჟურნალისტებმა, აკადემიკოსებმა და ნოვორასიას მხარდამჭერებმა 11 მარტს მოსკოვში გამართეს ფორუმი "თანამედროვეობაში საინფორმაციო და კონგიტური ომის წარმოების პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ ასპექტებზე" პანელური დისკუსიისას ზახაროვამ განაცხადა, რომ კრემლის გარკვეულ "ელიტებს" შორის შიდა ბრძოლის გამო კრემლს არ შეუძლია გაიმეოროს სტალინისტური მიდგომა, დაამყაროს საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს ანალოგი თანამედროვეობაში, რათა ცენტრალურად აკონტროლოს რუსეთის შიდა საინფორმაციო სივრცე" - აცხადებს ISW.

ინსტიტუტის თქმით, ეს განცხადება ემთხვევა ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებებსაც კრემლის მხრიდან საინფორმაციო სივრცის კონტროლის მექანიზმების შესუსტებასთან დაკავშირებით.

"განცხადება ადასტურებს [ISW-ის] რამდენიმე შეფასებას: რომ კრემლში არსებობს დაპირისპირება პუტინის შიდა წრის მნიშვნელოვან წევრებს შორის; რომ პუტინმა რუსული საინფორმაციო სივრცე დროთა განმავლობაში დიდწილად დაუთმო სხვადასხვა კვაზიდამოუკიდებელ აქტორებს; და რომ პუტინს, როგორც ჩანს, არ შეუძლია, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაიბრუნოს“ - წერია ანგარიშში.

თუმცა ომის კვლევის ინსტიტუტის აზრით, გაურკვეველია ამგვარ შიდა პრობლემებზე ზახაროვამ საჯაროდ რატომ ისაუბრა. ISW-ის აზრით, ზახაროვამ შესაძლოა ამ პრობლემებზე პირდაპირ იმისთვის ისაუბრა, რომ კრემლის ერთიანი ნარატივის ირგვლივ ამჟამინდელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ან ერთიანი პოლიტიკის გარშემო რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების მოლოდინები.

 

close დახურვა