logo
ENG



ISW: თუ რუსები ვუჰლედარში შეტევაზე გადავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინსვლა შეძლონ

06 მარ 202312:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/8tph535yhbstqjp.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, თუ რუსები ვუჰლედარში შეტევაზე გადავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინსვლა შეძლონ.

"ამ დროისათვის უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთი ვუჰლედარის რეგიონში შეტევის განახლებას. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოკუპანტები შეტევაზე გადავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი წინსვლას და ფრონტის სხვა სექტორებში ოპერაციების ჩატარებას შეძლებენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

5 მარტს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უბრძანა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ რუსტამ მურადოვს, ნებისმიერ ფასად აეღო ვუჰლედარი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, კონფლიქტი რუსეთის სარდლობაში ვუჰლედართან უზარმაზარი დანაკარგების ფონზე, მხოლოდ კიდევ უფრო ზღუდავს მტრის ოპერატიულ შესაძლებლობებს. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას აღნიშნული მიმართულების სამხედრო პერსონალთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. 155-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურები უარს ამბობენ შეტევაზე გადასვლაზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 155-ე ბრიგადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვიდჯერ დაკომპლექტდა, ამიტომ, მისი ეფექტურობა ძალიან დაბალია.

"თუ შოიგუ მაინც დაავალებს მურადოვს ვუჰლედარზე თავდასხმის განახლებას, სავარაუდოდ, ინსტრუქციების შესასრულებლად ახალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის რეზერვები იქნება საჭირო. 4 მარტს, შოიგუ, სავარაუდოდ, შეხვდა მურადოვს, რათა შეეფასებინა შეტევითი ოპერაციების განახლების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა