logo
ENG



ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა ავდეევკას ალყაში მოქცევა შეძლონ

17 ოქტ 202311:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/r66r02je12dmhbo.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევა შეძლონ.

"რუსული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ავდეევკას გარშემო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებით მათ გარღვევა ან ავდეევკას ალყაში მოქცევა შეძლონ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ავდეევკას მახლობლად (ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით) 15-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის ცნობით, ერთ კვირაზე მეტია, რაც რუსული ძალები აქტიურად ესხმიან თავს ავდეევკას. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს დაგეგმილი რუსეთის შეტევითი ოპერაცია ავდეევკაზე ჩაიშალა.


close დახურვა