logo
ENG



ISW: ოკუპანტები ავდეევკაზე თავდასხმისთვის ვაგნერის ქვედანაყოფებს აძლიერებენ

28 მარ 202316:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/j8wqxwiljzxx6i9.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები ავდეევკაზე თავდასხმისთვის ვაგნერიეს ქვედანაყოფებს აძლიერებენ.

"რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, რამდენიმე მაღალკვალიფიციური ვაგნერის ქვედანაყოფი ავდეევკაზე შეტევისთვის განალაგა, რათა გააძლიეროს ბოლოდროინდელი შეზღუდული ტაქტიკური მიღწევები ამ მხარეში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, 27 მარტს, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ რუსტამ მურადოვის გადადგომის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში თავშეკავებული და ცინიკური რეაქცია გამოიწვია.

გარდა ამისა, ინსტიტუტის ცნობით, არის ვარაუდი, დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის გადაყენების შესახებ, რომლის ჯარები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებენ.


close დახურვა