logo
ENG



ISW: პრიგოჟინს ბახმუტში თავდაცვის ძალების კონტრშეტევის ეშინია

30 აპრ 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/30/nnlnm8wug6jjry3.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პროგოჟინს ბახმუტში თავდაცვის ძალების კონტრშეტევის ეშინია.

"ევგენი პრიგოჟინს, დაჯგუფება ვაგნერის ხელმღვანელს, ეშინია თავდაცვის ძალების კონტრშეტევის, კერძოდ ბახმუტში და მოუწოდებს კრემლს, გააძლიეროს თავდაცვა აღმოსავლეთ უკრაინაში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრიგოჟინი აგრძელებდა მცდელობებს, დაერწმუნებინა კრემლი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდაცვაზე გადასულიყო. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, 15 მაისამდე დაიწყოს, მაგრამ რუსი სამხედროები არ ჩქარობენ თავდასხმების მოსაგერიებლად მომზადებას.

"პრიგოჟინი იმუქრება ჯგუფის ძალების გაყვანით ბახმუტიდან, თუ რუსული სამხედრო სარდლობა ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს მეტ საბრძოლო მასალას არ მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა