logo
ENG



ISW: რუსები დონეცკის დასავლეთით შეტევას აგრძელებენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ

05 ნოე 202311:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/05/r0pvse4hwxwum9p.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები დონეცკის დასავლეთით შეტევას აგრძელებენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

"რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის დასავლეთით და ვუჰლედარის რეგიონში, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კლიშევკას ჩრდილოეთით (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) დაწინაურდნენ.

ISW აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით, მაგრამ წინსვლა არ აქვთ.


close დახურვა