logo
ENG



ISW: რუსეთი ბახმუტთან, ავდიივკასა და მარინკას მახლობლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს

26 სექ 202311:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/9phv0jqlo83vqvb.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ბახმუტთან, ავდიივკასა და მარინკას მახლობლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს.

"რუსული ჯარები აგრძელებენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტთან, ასევე ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ, თუმცა ამ მიმართულებით მათ წინსვლა არ აქვთ. 24-25 სექტემბერს, რამდენიმე რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ ორეხოვო-ვასილევკაში რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარები თავიანთი პოზიციებიდან განდევნეს და სოფელს ახლა ისინი იკავებენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები კურდიუმოვკასთან შეტევას ახორციელებენ (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კილომეტრში)", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს კლიშივკას მახლობლად. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის სამხრეთის ძალების ჯგუფმა უკრაინის თავდასხმები მაიორსკოეს მახლობლად (ბახმუტის სამხრეთით 20 კილომეტრში) მოიგერია.


close დახურვა