logo
ENG



ISW: რუსეთი ჯერ კიდევ შორსაა ბახმუტის აღებისგან

12 იან 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/j78soah1kkjj9kb.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ჯერ კიდევ შორსაა ბახმუტის აღებისგან.

ISW-ს თანახმად, რუსულ წყაროებზე გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის ძალებს სოლედარი არ აუღიათ. ამასთან, ამერიკელი ექსპერტების აზრით, სოლედარის აღება ნაკლებად სავარაუდოა.

"რუსეთის შეტევამ ბახმუტის დასაკავებლად, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწია ოპერატიული შესაძლებლობების გაუარესების გამო. რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის წარუმატებლობა საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის ძალების უნარს, მხარი დაუჭიროს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში 2023 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, რუსული საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა ზოგიერთ რეგიონში 75%-ით შემცირდა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან.

რუსული წყაროები სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ რუსული საბრძოლო მასალისა და მარაგების დეფიციტი მნიშვნელოვნად ზრუდავს რუსული ჯარების წინსვლის უნარს.


close დახურვა