logo
ENG



ISW: რუსეთის ჯარები უახლოეს მომავალში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ

05 მარ 202311:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/bpz8zmd516kggc5.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ჯარები უახლოეს მომავალში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.

"როგორც ჩანს, რუსულმა ჯარებმა მოიპოვეს საკმარისი პოზიციური უპირატესობა ბახმუტის გარკვეულ რაიონებში, მაგრამ უკრაინულ ძალებს უკან არ დაუხევიათ და სავარაუდოდ, მალე ვერ შეძლებენ ქალაქის ალყაში მოქცევას. 4 მარტს, რუსულმა ძალებმა ბახმუტთან ერთი შეზღუდული, დადასტურებული შეტევა განახორციელეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინელებს კვლავ შეუძლიათ ბახმუტში თავიანთი პოზიციების დაკავება. ამასთან, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგებს განიცდიან.

"რუსულმა ჯარებმა კატასტროფული დანაკარგები განიცადეს ვუჰლედართან ბოლო სამკვირიანი შეტევის დროს, რის გამოც სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტი აქვთ. ეს, სავარაუდოდ, ხელს უშლის რუსეთის ჯარებს ამ მიმართულებით თუნდაც მოკრძალებული წარმატების მიღწევაში", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა