logo
ENG



ISW: რუსული ჯარებისთვის ბახმუტის სამხრეთით ტაქტიკური ვითარება გაუარესდა

16 სექ 202313:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/gjani2jdfd7imhe.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარებისთვის ბახმუტის სამხრეთით ტაქტიკური ვითარება გაუარესდა.

"უკრაინის გენერალურმა შტაბმა და სხვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინულმა ძალებმა 14 სექტემბერს ანდრიივკა გაათავისუფლეს და კლიშეევკას მახლობლად წარმატებას მიაღწიეს.

ამასთან, უკრაინელები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მახლობლად და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში, ხოლო რუსული ჯარებისთვის ბახმუტის სამხრეთით ტაქტიკური ვითარება გაუარესდა", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 271 790 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა