logo
ENG



ISW: უკრაინელები დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით წინ მიიწევენ

24 ივლ 202312:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/p4rn470jdeoe8tc.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით წინ მიიწევენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით წინ მიიწევენ. ამასთან, ისინი ბახმუტთან ოკუპანტებს თავს დაესხნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელებმა კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელეს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყაროს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე დაწინაურდნენ, ხრომოვოს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით) კი სავარაუდოდ, წინ მიიწევენ.

ISW-ს წინასწარი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ მიტაცებული ტერიტორიების დაახლოებით 53% დაიბრუნა. ამის შესახებ გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც განაცხადა. ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინა დიდი ბრძოლების წინ დგას, იმისათვის, რომ დარჩენილი ტერიტორიები დაიბრუნოს. 


close დახურვა