logo
ENG



ISW: უკრაინელები რობოტინოს მახლობლად, ზაპოროჟიეს დასავლეთით წინ მიიწევენ

26 აგვ 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/h9tjy8tmkdajua6.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები რობოტინოს მახლობლად, ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით წინ მიიწევენ.

"უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს რობოტინოს მახლობლად, ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით, ამ მიმართულებით ისინი წინ მიიწევენ.

უკრაინულმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს ნოვოდანილოვკა-ნოვოპოკროვკას (ორეხოვოს სამხრეთით 5-13 კმ) და მალაია ტოკმაჩკა-ოჩერეტოვოეს (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 9-25 კმ) მიმართულებით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინელი სამხედროების წარმატებას ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც ადასტურებს. როგორც გუშინ გენერალურმა შტაბმა განაცხადა, უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს სამხრეთით რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკისაკენ წინ წაიწიეს.


close დახურვა