ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ ოკუპანტების თავდასხმებს ავდიივკას დასავლეთით.
"უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ რუსი ოკუპანტების თავდასხმებს ავდიივკას დასავლეთით.
ერთ-ერთი რუსი "სამხედრო კორესპონდენტი" იტყობინება, რომ ზოგიერთ რუსულ ქვედანაყოფს არ აქვს საკმარისი რაოდენობის ყუმბარმტყორცნები, რასაც ხშირ შემთხვევაში, ისინი ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად იყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე თვეა ავდიივკაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო არმია ქალაქზე მასიურ შეტევებს ახორციელებს.