logo
ENG



ISW: უკრაინელებმა კონტრშეტევა ფრონტის 3 სექტორში განახორციელეს, თანდათან მტერს ასუსტებენ

07 ივლ 202314:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/t0q3fec22sw2h8j.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელებმა კონტრშეტევა ფრონტის 3 სექტორში განახორციელეს და თანდათან მტერს ასუსტებენ.

"6 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა ფრონტის სამ სექტორში განახორციელეს. ისინი თანდათან მტერს ასუსტებენ, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სამხედრო აღჭურვილობით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსადნრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი და მისი ძალები ბელარუსში 6 ივლისის მდგომარეობით არ იმყოფებოდნენ. რუსული წყაროების ცნობით, პრიგოჟინი რუსეთში იმყოფება, თუმცა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ამჟამად ვერ ადასტურებს მის ადგილსამყოფელს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პრიგოჟინის შესაძლებლობა, თავისუფლად მოქმედებდეს რუსეთში, მიუთითებს იმაზე, რომ პრიგოჟინი კვლავ დაცულია უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით.


close დახურვა