logo
ENG



ISW: უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ

04 სექ 202317:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/ydu1zw5568kv5pn.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ.

"უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და 3 სექტემბერს, ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს მიმართულებით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) წარმატებას მიაღწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასულ კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს, საერთო ჯამში კი, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.


close დახურვა