logo
ENG



ISW: უკრაინის იერიშები სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ლოგისტიკას მძიმე დარტყმას აყენებს

23 ივლ 202314:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/munnlqkypvw1e54.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის იერიშები სამხერო ობიექტებზე რუსეთის ლოგისტიკას მძიმე დარტყმას აყენებს.

"უკრაინის არმიის იერიშები სამხედრო ობიექტებზე რუსეთის თავდაცვისუნარიანობას და ლოგისტიკას მძიმე დარტყმას აყენებს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, ლოგისტიკურ საცავებზე დარტყმები რუსეთის ჯარების პრობლემებს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კუთხით ამძიმებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევით ოპერაციებს კუპიანსკის, სვატოვო-კრემენაიასა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ. რუსეთის ჯარები კი კუპიანსკის, ბახმუტსა და ავდიივკას უტევენ. ამასთან, რუსული ძალები შეტევებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს დასავლეთით ახორციელებენ, თუმცა ამ მიმართულებით მათ წინსვლა არ აქვთ.


close დახურვა