logo
ENG



ISW: უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის სულ მცირე 4 მონაკვეთზე დაწინაურდნენ

04 ივლ 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/04/e83g2oz8jyjvtlr.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის სულ მცირე 4 მონაკვეთზე დაწინაურდნენ.

"[გუშინ] უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს და ფრონტის სულ მცირე 4 მონაკვეთზე დაწინაურდნენ.

უკრაინელებმა კონტრშეტევა ლიმანის მიმართულებით განახორციელეს. ასევე, უკრაინული ძალები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ ბახმუტის რეგიონში, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების დასავლეთ საზღვარზე და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 9 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს და ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით დაწინაურდნენ. ასევე, უკრაინის ცნობით, უკრაინულ ძალებს გარკვეული პროგრესი აქვთ ორეხოვოს სამხრეთით და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში.


close დახურვა