ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები კონტრშეტევას სულ მცირე სამი მიმართულებით აგრძელებენ.
"უკრაინული ძალები კონტრშეტევას სულ მცირე სამი მიმართულებით აგრძელებენ. გუშინ მათ ტერიტორიული მიღწევები ჰქონდათ. მაგალითად, გუშინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტში 250 მეტრით დაწინაურდნენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე დამცველთა 500-1000 მეტრით წინსვლის შესახებ, ამ მხარეში 3 კილომეტრამდე ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გათავისუფლდა.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.