logo
ENG



ISW: უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში წინ მიიწევენ

28 ოქტ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/sb5s39y4owz9pfb.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში წინ მიიწევენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ. უკრაინელები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები მათ განდევნას ცდილობენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამასთან, გუშინდელი ISW-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავდეევკასთან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი ძირს უთხრის რუსების შეტევით შესაძლებლობებს. ბოლო ცნობებით, რუსები აქტიურად ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 298 420 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა