logo
ENG



Interfax: ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან

20 სექ 202313:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/1fdr43b4wgrse0g.jpg

დღეს მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები დათანხმდნენ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters გამოცემა interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმება ორ მხარეს შორის დღეს, პირველ საათზე შედგა - მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია თვითწოდებული არცახის რესპუბლიკის განცხადებაში.

***

 

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.


close დახურვა