logo
ENG



MEGOBARI Act-ს თანასპონსორად კიდევ ერთი, მე-15 კონგრესმენი შეემატა

11 ივლ 202416:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/jakh1yo91louivk.png

MEGOBARI Act-ს თანასპონსორად კიდევ ერთი კონგრესმენი, დემოკრატი ბრედ შერმანი შეემატა. კონგრესმენ ჯო უილიამსის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ამჟამად 15 თანასპონსორი ჰყავს. 

 

MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

კანონპროექტის წარმდგენმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ MEGOBARI ACT ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.


close დახურვა