logo
ENG



McDonald's-ის ჩანაცვლებისთვის მოსკოვის მთავრობა ნახევარ მილიარდ რუბლის სესხს გამოყოფს

10 მარ 202217:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/i1vx9o48mra2y4x.jpg

მოსკოვის მერი ამბობს, რომ სწრაფი კვების ადგილობრივი ქსელები ქალაქში McDonal's-ის 250 რესტორანს ჩაანაცვლებენ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომპანიების ნაწილმა რუსეთის ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. McDonal's რუსეთში 850-მდე რესტორანს კეტავს.

სობიანინის თქმით, იმ ნიშის შესავსებად, "რომელსაც უცხოელი კოლეგები ათავისუფლებენ", დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 500 მილიონი რუბლი გამოეყო შეღავათიანი მიზნობრივი სესხისთვის, სწრაფი კვების დამატებითი ქსელის შესაქმნელად. საუბარია, დაახლოებით, 4,3 მილიონ დოლარზე.

"ვხედავთ, რომ ნახევარ, მაქსიმუმ, ერთ წელში მშვიდად შეიძლება მთლიანი ქსელის ჩანაცვლება ჩვენი ადგილობრივი წარმოებებით. უფრო მეტიც, თავად კვების პროდუქტებს 99% რუსი მომწოდებლები აწვდიან. უფრო მეტიც, ჩვენ ვთხოვთ ახლად გახსნილ საწარმოებს მაქსიმალურად გამოიყენონ ის კადრები, რომელიც მუშაობს იმავე McDonald’s-ში. ასე მოვიქცევით სხვა მიმართულებების მიმართ, მსგავსი წარმოებებით, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ საქმიანობა და დაკეტონ რესტორნები", - ამბობს მოსკოვის მერი.

გარდა ამისა, სობიანინი აღნიშნავს, რომ McDonald’s-ის გასვლა სასიამოვნო არაა, რადგან მას მოსახლეობა შეეჩვია, თუმცა მოსკოვში 12 ათასამდე კვების საწარმოა.

"ისინი განსხვავებულია, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ეს უზარმაზარი ქსელია, რომელიც მოსკოვში აქამდე არასდროს ყოფილა და რომელიც ძირითადად შექმნილია ბოლო 5-7-8 წლის განმავლობაში და ეს მსოფლიო მასშტაბის ქსელია", - ამბობს სობიანინი.


close დახურვა