Meduza-ს ინფორმაციით, ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატი პაველ ანტოვი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდი იტყობინება. TASS-ის წყარომ განაცხადა, რომ დეპუტატი ინდოეთში შვებულების დროს გარდაიცვალა.
25 დეკემბერს ინდურმა სატელევიზიო არხმა NDTV გამოაცხადა 65 წლის რუსი პაველ ანტოვის გარდაცვალების შესახებ. NDTV-ის ცნობით, ის ოდიშის შტატში სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდა, სადაც ოთხკაციანი ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში ისვენებდა.
ერთ-ერთმა ინდოელმა პოლიციელმა განუცხადა NDTV-ს, რომ ეს შესაძლოა თვითმკვლელობა ყოფილიყო. მისი თქმით, პაველ ანტომის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, იმავე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს მისი ერთ-ერთი თანამგზავრი. NDTV-ის ინფორმაციით გარდაცვლილი ვლადიმერ ბიდენოვი არის.
«Зебра ТВ», ვლადიმირის გამოცემა წერს, რომ საუბარია ანტოვის მეგობარზე, 61 წლის ბიზნესმენ იოშკარ-ოლა ვლადიმერ ბიდანოვზე.
რუსეთის გენერალურმა კონსულმა კალკუტაში ალექსეი იდამკინმა Ria Novosty-ს განუცხადა, რომ ოდიშის შტატის პოლიცია და კალკუტაში გენერალური საკონსულო ვერაფერს ხედავენ საეჭვოს ინდოეთში ორი რუსი ადამიანის დაღუპვაში. მისივე თქმით, პირველი გარდაცვლილის საქმეზე გამოძიება უკვე დასრულებულია.
პაველ ანტოვი ხორცისა და ძეხვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, Vladimirsky Standard-ის დამფუძნებელი იყო. იგი 2018 წელს არჩეულ იქნა ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეაში "ერთიანი რუსეთიდან", სადაც ხელმძღვანელობდა აგრარული პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მენეჯმენტის კომიტეტს.