logo
ENG



Meduza: პუტინმა სუროვიკინი საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

22 აგვ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/3a3gpkc5dlxlet7.jpg

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენერალი სერგეი სუროვიკინი საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

13 ივლისს, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ვაგნერთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის სუროვიკინი დააკავეს.

სერგეი სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე ის უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას მეთაურობდა.

2017 წლის დეკემბერში, სუროვიკინს რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო გადაეცა. 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირმა ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.


close დახურვა