თბილისი. წერეთლის გამზირი, კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა. ერთ სივრცეში მოქცეული რამდენიმე დამოუკიდებელი შენობა, რომლებშიც ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე ღონისძიება იმართება. ჩვენებები, ინსტალაციები, გამოფენები თუ კონკურსი. 2-სეზონიანი პაუზის შემდეგ, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული დაბრუნდა. 5-დღიან მოგზაურობას მოდის სამყაროში კვლავ ერთი მთავარი მიზანი აქვს - ქართველი დიზაინერების მხარდაჭერა და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაცია. მოდის კვირეულის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია, რომელმაც ამ სფეროში თავისი პირადი კონტაქტებითა და მონდომებით შეძლო ქართული გემოვნების საზღვრებს გარეთ გატანა და მის მიმზიდველობაში პარტნიორების დარწმუნება, ახლაც 50-მდე მოდის სამყაროში ძალიან გავლენიანი სტუმრის მასპინძელია. მართალია კვირეული ჯერ არ დასრულებულა, მან შეძლო და დროების გადამღებ ჯგუფსაც უმასპინძლა.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - დროება
07 მაი 202320:45
3 წუთის საკითხავი