NATO-ს მაღალჩინოსნის, რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის.
მისი თქმით, NATO-ში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, რუსეთის ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.
"ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნების კონტექსტში, დრო არ არის ჩვენს მხარეს. იმიტომ, რომ მტერი წყვეტს, როდის და ვის დაესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი [...] მზად ვართ? პასუხია - დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ვიყოთ მზად", - ამბობს NATO-ს მაღალჩინოსანი.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 5-8 წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტიოს.