უკრაინის განცხადებით, სამშაბათს დილით რუსეთმა ოდესისა და კიევის მიმართულებით 28 კამიკაძე დრონი გაუშვა. ეს ხდება რამდენიმე საათით ადრე NATO-ს სამიტამდე, სადაც მოსკოვისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევაზე უნდა იმსჯელონ.
ოდესის პორტის სიახლოვეს მარცვლეულის და კიდევ ერთ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მალე ჩააქრეს.
უკრაინელი სამხედროების თანახმად, კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევებმა რამდენიმე სახლი დააზიანა.
"მოწინააღმდეგემ ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ შეუტია კიევს ჰაერიდან", - წერს ტელეგრამზე კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გავრცელებულა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12 ივლისს ვილნიუსში იქნება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავს.