NATO აცხადებს, რომ ამ კვირაში რამდენჯერმე გაგზავნა საბრძოლო საჰაერო ხომალდები, რათა ამოეცნოთ და შეეკავებინათ რუსული თვითმფრინავები, ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს.
NATO-ს გაერთიანებული საჰაერო სამმართველოს განცხადებით, ალიანსის საბრძოლო ხომალდებმა, რომლებიც განლაგებულია, როგორც ბალტიის ასევე შავი ზღვის რეგიონებში, ალიანსის საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსული საჰაერო ხომალდებზე დაკვირვებასა და შეკავების შესახებ გასულ 4 დღეში რამდენჯერმე მიიღეს განკარგულება.
„NATO-ს რადარებმა სამშაბათის [26 აპრილის] შემდეგ დააფიქსირეს არაერთი ამოუცნობი თვითმფრინავი ბალტიისა და შავი ზღვის თავზე. საპასუხოდ NATO-ს გაერთიანებულმა საჰაერო ოპერაციების ცენტრმა უდემში, გერმანია და ტორეხონში, ესპანეთი გაუშვეს გაერთიანებული საბრძოლო ხომალდები შესაბამის რეგიონებში გამოძიებისთვის და მოახლოებულ თვითმფრინავების ამოსაცნობად და შესაკავებლად" - წერია განცხადებაში.
NATO-მ აღნიშნა, რომ რუსული ხომალდები ხშირად არ აგზავნიან საპასუხო კოდს, რომელიც მათ პოზიციასა და ზღვის დონიდან სიმაღლეს ასახავს, ასევე არ ავსებენ ფრენის გეგმას ან არ გამოდიან კონტაქტზე.
ალიანსის ცნობით, ბალტიის რეგიონში, პოლონეთის, დანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის მოიერიშე თვითმფრინავები სხვადასხვა დროს გამოიყენეს, რათა დაეკავებინათ და ამოეცნოთ მოახლოებული თვითმფრინავები.
შავი ზღვის რეგიონში კი რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ხომალდები გამოიყენეს, რათა გამოეკვლიათ იმ უცნობი თვითმფრინავების მიმართულება, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში არაა ინფორმაცია დაკავებულ თვითმფრინავთა შესახებ.
NATO აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავები არ შესულად ალიანსის საჰაერო სივრცეში და „დაკავებები უსაფრთხოდ და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდა“.