NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.
ეს განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მუცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“დღემდე ნატო-ს მოკავშირეებმა აღთქმა დადეს, რომ უზრუნველყონ უკრანისთვის სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის არაერთი დახმარების პაკეტი გამოყო.