logo
ENG



NATO-მ ფინეთი და შვედეთი ფორმალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები

29 ივნ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/29/t6uro1g3z6qy6lz.jpg

NATO-მ ფინეთი და შვედეთი ფორმალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები. ამის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია საუბარი.

„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, რომ გახდნენ NATO-ს წევრები და შევთანხმდით, რომ წევრობის პროტოკოლს ხელს მოვაწერთ.

ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხო ქვეყნებად აქცევს, NATO-ს უფრო გააძლიერებს, და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის გაწევრიანების პროცესის განმავლობაშიც“ - წერია განცხადებაში.

ასევე დღეს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ელის, რომ 30 წევრი ქვეყნის პარლამენტებში რატიფიკაციის პროცესი შედარებით სწრაფად ჩაივლის, რადგან მოკავშირეები მზად არიან რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დააჩქარონ.

იმისთვის, რომ ქვეყნები NATO-ში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს,  ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.

 

close დახურვა