logo
ENG



NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა: საქართველო გზაჯვარედინზე დგას, ეს კანონი უნდა გაუქმდეს

26 მაი 202414:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/u7g98e4fql66ule.jpg

NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა რუსული კანონის მიღებასა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კანონი დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.

ამასთანავე, რუსული კანონი სერიოზულად დააზარალებს ქართულ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის აქტიურ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

"კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.

საქართველო გზაჯვარედინზე დგას", - წერია განცხადებაში.

NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა ხაზგასმით წერს, რომ თუ საქართველოს მთავრობას სურს წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი, მაშინ ხელისუფლება დემოკრატიის რელსებს უნდა დაუბრუნეს და მიღებული რუსული კანონი გააუქმოს.

"ქართველმა ხალხმა ისევ და ისევ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირსა და NATO-ში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათი და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ირკვევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ანსაბლეა გააგრძელებს დიალოგს საქართველოს დელეგაციასთან, რათა "გადასცენ მათ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე დააფიქსირონ სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე."


close დახურვა