logo
ENG



NATO-ს წევრებმა მარკ რუტე მომდევნო გენერალურ მდივნად დანიშნეს

26 ივნ 202413:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/26/f72yzzay0c4focq.jpg

NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე მომდევნო გენერალურ მდივნად აირჩიეს.

გასულ კვირას რუტეს კონკურენტმა, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. რუტე მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ოქტომბერში შეცვლის.

ოთხშაბათს სტოლტენბერგმა რუტეს უწოდა "ატლანტიკური თანამშრომლობის ნამდვილი მხარდამჭერი, თავდაჯერებული ლიდერი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსის შექმნა".

57 წლის რუტე თანამდებობას იმ პირობებში დაიკავებს, როდესაც რუსეთი აგრძელებს თავის შეტევას უკრაინაში და დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალიანსის დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს.

რუტე უკრაინის სამხედრო დახმარების ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევა. მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდები კიევის დასავლეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი გახდა.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა თავისი სურვილის შესახებ, გამხდარიყო NATO-ს გენერალური მდივანი, გასული წლის ნოემბერში გაამჟღავნა. მას თავიდანვე ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.


close დახურვა