NATO-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს".
განცხადების ავტორები არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ "სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს".
რვავე ქვეყანა აღნიშნავს, რომ "ისინი ერთგული არიან არქტიკული უსაფრთხოების განმტკიცების, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესისა".
"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს"- აცხადებენ წევრი ქვეყნები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
