NATO-ს ორი მაღალჩინოსანი სამხედროს განცხადებით, უკრაინაში ერთთვიანი ომის განმავლობაში 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებმა ბრიფინგის დროს განაცხადეს.
მონაცემების თანახმად, ჯამში 30-40 ათასი რუსი სამხედრო შესაძლოა იყოს მოკლული, დაჭრილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული.
ოფიციალურმა პირებმა დააზუსტეს, რომ დაღუპულების დიაპაზონი შესაძლოა იყოს 7-დან 15 ათასამდე.
"შეფასება, რომელიც გვაქვს დაფუძნებულია იმაზე, თუ რას გვეუბნებიან უკრაინელები, რას აცხადებენ რუსები, განზრახ ან შეცდომით, რადგან ომში შეცდომები ხდება, და სადაზვერვო ინფორმაციით, რომელსაც ღია წყაროებიდან ვიღებთ, ვფიქრობთ, რომ რუსების დანაკარგია 7-დან 15 ათასამდე დაღუპული", - აცხადებენ NATO-ში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ომის მიმდინარეობისას 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური მოსკოვი ომში დაღუპული ჯარისკაცების სტატისტიკას არ აქვეყნებს.