logo
ENG



NATO აღმოსავლეთ ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას ჩამოაყალიბებს

27 სექ 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/ocnm7n5g80dk1ky.jpg

Reuters ფინეთის თავდაცვის მინისტრ, ანტი ჰაკანენმაზე დაყრდნობით წერს, რომ NATO მომავალ წელს ფინეთში რუსეთის საზღვართან ახალ სახმელეთო სარდლობას ჩამოაყალიბებს, რომელსაც კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოეთ ევროპის სახმელეთო ძალების მოქმედებების ხელმძღვანელობა დაევალება.

ჰაკანენმა ამ გეგმის შესახებ ივნისში ისაუბრა, როდესაც დააანონსა, რომ მის განხორციელებაზე ალიანსის ყველა წევრი თანახმა იყო.

"დღეს გადავწყვიტე, რომ ჩვენ NATO-ს, მიკელის არმიის შტაბ-ბინასთან ერთად, სარდლობის ჩამოყალიბებას შევთავაზებთ". - განაცხადა მან.

აღნიშნული სარდლობა აშშ-ში დაფუძნებულ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაექვემდებარება და ფინეთის ქალაქ მიკელიში მდებარე სახმელეთო ძალების სარდლობასთან ერთად იმუშავებს.

ამასთან, ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი სარდლობის წლიური ბიუჯეტი $9.5 მილიონი იქნება.

ფინეთი NATO-ს გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ შეურთდა.


close დახურვა