NATO-მ ბალტიის ზღვაში თითქმის ორკვირიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 16 ქვეყნიდან, 7000-ზე მეტი მეზღვაური, პილოტი და საზღვაო ფლოტი იღებს. მათ შორის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მსურველი, ფინეთი და შვედეთიც არიან.
ყოველწლიური BALTOPS საზღვაო წვრთნები, რომელიც 1972 წლიდან იღებს სათავეს, არ ტარდება რაიმე კონკრეტული საფრთხის საპასუხოდ, მაგრამ სამხედრო ალიანსმა განაცხადა, რომ "როგორც შვედეთის, ასევე ფინეთის მონაწილეობით, NATO იყენებს შანსს არაპროგნოზირებად სამყაროში, გააძლიეროს თავისი ერთობლივი ძალები."
გასული წლების განმავლობაში მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა ჰელსინკი და სტოკჰოლმი დასავლეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ და ასევე ისაუბრა საპასუხო ზომების მიღებაზე, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
BALTOPS 22 წვრთნებს შვედეთი მასპინძლობს. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავი.
"ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის და NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ამ წვრთნებში სოლიდარობა გამოვხატოთ როგორც ფინეთის, ასევე შვედეთის მიმართ." - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილიმ.
მილიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წყლის ობიექტი - "მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო გზა".
მისი თქმით, მოსკოვის პერსპექტივიდან, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება "ძალიან პრობლემური" იქნება და რუსეთს რთულ სამხედრო პოზიციაში დატოვებს.
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებით, ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლი, გარდა კალინინგრადისა, პეტერბურგისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისა, თითქმის მთლიანად გარშემორტყმული იქნება NATO-ს წევრი ქვეყნებით.