logo
ENG



NATO რუსეთს ღია ცის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

23 მაი 202012:56
3 წუთის საკითხავი
 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს ღია ცის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.

განცხადება იენს სტოლტენბერგმა შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ გააკეთა. საკითხი  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილეს. 

„რუსეთმა წლებია დააწესა ფრენის შეზღუდვები, რომელბიც შეთანხმებასთან შეუსაბამოა, მათ შორის ფრენის შეზღუდვა კალინინგრატზე, ასევე რუსეთში საქართველოსთან საზღვრის მახლობლად. რუსეთის მიერ შეთანხმების შერჩევითმა ინპლემენტაციამ ძირი გამოუთხარა ღია ცის ხელშეკრულებას. ნატო მრავალი წელია მოუწოდებს რუსეთს დაუბრუნდეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას“,-განაცხადა იენს სტონტელბერგმა.


close დახურვა