logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 11 527 ტესტი

04 ნოე 202010:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 537 ადამიანი, 19 კი გარდაიცვალა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით COVID-19-ის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

თბილისი - 989;

აჭარა - 387;

იმერეთი - 387;

ქვემო ქართლში - 166;

შიდა ქართლში - 133;

გურიაში - 27;

სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97;

კახეთში - 47;

მცხეთა-მთიანეთში - 33;

სამცხე-ჯავახეთში - 29.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ვირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 11 527 PCR ტესტი ჩატარდა.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან  31170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 381 დაიღუპა. 

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 004 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი -  4355. 2428 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა